საიტის მენიუ

საიტის მენიუ
ვარსკვლავები
პაპარაცი
ბიოგრაფიები
სურათები
წესები
სხვა
Book <3
სტატუსები

საიტის მენიუ

საიტის მენიუ
გამარჯობათ teen3.ucoz.com
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია. იმისათვის რომ გქონდეთ მეტი უფლება და აღარ გამოჩდეს ეს შეტყობინება
დაჭირეთ ტექსტს! Teen3.ucoz.com

საიტის მენიუ
[

საიტის მენიუ
[2012-02-03][სხვა]
წითელი კაბა (2)
[2012-01-14][ვარსკვლავები]
სელებრითები.... (3)
[2012-02-13][სხვა]
Fashion Black Dress (1)
[2012-02-11][სურათები]
სალიტა ჩუბინიძე (1)
[2012-01-07][პაპარაცი]
ოლივია პალერმო (2)

საიტის მენიუ

მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » Whitney Houston
10:09 PM
Whitney Houston


რიტმ–ენდ–ბლუზის წრეში ცნობილი მომღერლის სიზი ჰუსტონის ქალიშვილი, უიტნი, ბავშვობიდან არაჩვეულებრივი ვოკალით გამოირჩეოდა და საეკლესიო გუნდში მღეროდა. ერთხელ, როდესაც სცენაზე სოლო–სიმღერას ასრულებდა, მისი ვოკალით და შესრულების არაჩვეულებრივი და განუმეორებელი მანერით აღფრთოვანებული მსმენელი დარბაზში ტიროდა... ეს იყო ბავშვობაში...

პირველად პროფესიონალურ სცენაზე ჩაკ ჰანას და ლუ როლზისთან ერთად გამოვიდა. პარალელურად მოზარდების ჟურნალებში მოდელად მუშაობდა და თავს ისეთი ჟურნალების გარეკანიდან იწონებდა, როგორებიც იყო: „Seventeen“ და „Glamour“.

18 წლისამ კონტრაქტი ცნობილ მენეჯერთან, ჯინ ჰარვისთან, გააფორმა და მისი ხელმძღვანელობით სამსახიობო და საცეკვაო ხელოვნებასა და ვოკალს დაეუფლა. 1985 წელს უიტნი ხმისჩამწერ კომპანიასთან „Arista Records“ კონტრაქტს აფორმებს და 2 წლის შემდეგ მისი პირველი „LP“ გამოდის, რომლის 13 მლნ. ეგზემპლარი იყიდება. ალბომში შედიოდა ჰიტები: „Saving All My Love for You“, „How Will I Know“ და „The Greatest Love of All“.

სიმღერამ „Saving All My Love for You“ გოგონას პირველი „გრემი“ მოუტანა. შემდეგი ორი წელი კი, ალბომის პოპულარიზაციისთვის გამართულ გასტროლებში გაატარა. 1987 წელს გამოსული ალბომი „Whitney“ კიდევ უფრო პოპულარული გახდა და მაშინვე დაიპყრო ჰიტ–აღლუმებისმოწინავე ადგილები.

1990 წელს კი უფრო მეტად საცეკვაო, ტექნიკურად სრულყოფილი ალბომი „I‚m Your Baby Tonight“ ჩაწერა. მას კვლავ გასტროლები მოჰყვა... კონცერტებით და მუშაობით გადაღლილმა, დასვენება და პირადი ცხოვრების მოწესრიგება გადაწყვიტა.

ედი მერფთან და რენალ კანინგემომთან მოკლევადიანი რომანების შემდეგ ის რიტმ–ენ–ბლუზის ცნობილ შემსრულებელთან, ბობი ბრაუნთან რომანს, საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა... მიუხედავად იმისა, რომ ბობის ორი შვილი სხვადასხვა საყვარლისგან ჰყავდა და საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, უიტნი მას ცოლად გაჰყვა და 800 კაციანი საქორწინო წვეულება გაიმართა... მალე პრობლემებმა თავი იჩინა. მუდმივი კონფლიქტები, ბობის პრობლემები კანონთან და მილიციასთან უიტნისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. თუმცა, უიტნიც საკმაოდ კაპრიზული ქალბატონი გახლდათ... ამიტომაცაა, რომ ის, სრულიად სამართლლიანად, თავნება პრიმადონას ტიტულს ატარებს.

უიტნიმ ერთდროულად მოახერხა გამხდარიყო ცნობილი მომღერალი, დაეპყრო კინო და არაჩვეულებრივი კრისტინას დედობაც შეეთავსებინა...

მისი დებიუტი კინოში ფილმით „The Bodуguard“ შედგა, რომელმაც მის შემქმნელებს 400 მლნ დოლარი მოუტანა. 1995 წელს კი ფილმში „Waiting To Exhale“ შავკანიანი ქალის როლი შეასრულა.

უიტნი ჰუსტონი ქონების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდებში და ორგანიზაციებში ხარჯავს. მან საკუთარი საბავშვო არაკომერციული ფონდი „Whitney Houston Foundation for Children“ შექმნა, რომელიც უსახლკარო და კიბოთი და შიდსით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.


კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 578 | დაამატა: ❤Ann-Taylor❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 FoRTuNaTe-GiRL  
0
sawyali

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმარი
დრო:8:50 PM

სტუმარო, გვიხარია თქვენი აქ ყოფნა. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია

პროფილი

MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com

პროფილი

პროფილი

რობოტები:3
Google[BOT] Yahoo
MSN

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0

დღეს მოგვინახულეს:

პროფილი


უფლებები დაცულია ხატიასგან.
teen3.ucoz.com