ჯგუფის „The Prodigy" წევრი ლაიამ ჰოულეტი აცხადებს, რომ კოლექტივი ახალ ალბომზე მუშაობს. მუსიკოსის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ამჯერად ექსპერიმენტს არ მიმართეს. მუსიკოსები სტილის შეცვლას არ აპირებენ.
„მოგვწონს დაბსტეპი, მაგრამ ეს ჩვენი სტილი არ არის. არ ვაპირებთ მასთან მიახლოებას. პატივს ვცემთ იმ მუსიკოსებს, რომლებიც ამ სტილს მისდევენ. ჩვენ ვიცით რაც გვჭირდება და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ჯგუფის „The Prodigy" ფირფიტები ყოველთვის ჟღერდეს" - აცხადებს ჰოულეტი.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის უკანასკნელი ალბომი „Invaders Must Die" 2009 წლით თარიღდება.
|