ტვიტერში, საკუთარ გვერდზე მომღერალი შერი წერს, რომ წელს საგასტროლო ტურნეს გეგმავს. უკანასკნელი კონცერტები მომღერალმა 2011 წელს, ალბომის „Living Proof" მხარდასაჭერ ტურეს ფარგლებში გამართა.
„სამწუხაროდ სტუდიურ ალბომზე მუშაობა ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის წელს გამოვა" - წერს მომღერალი.
ფილმის „Burlesque" გამოსვლის შემდეგ, 65 წლის მომღერალმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის დიდ სცენაზე დასაბრუნებლად.
|