სელენა გომეზმა 2009 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია თავისი ახალი ტანსაცმლის ხაზის შესახებ. ტანსაცმლის ხაზი Dream Out Loud გამოვიდა 2010 წლის ზაფხულში. კოლექციაში შედის უმეტესად ნაზი, ქალური, ბოჰემური სტილი. სელენა ტანსაცლის გარდა უშვებს ფეხსაცმელს და აქსესუარებს. მისი თქმით მთელი კოლექცია დაფუძნებულია თავად სელენას სტილზე. იგი ქმნის იმას, რასაც თავადვე ჩაიცმევდა. სელენას დიზაინის შექმნაში ეხმარებიან ტონი მელილო და სანდრა კამპოსი, ორივე დიზაინერი მუშაობდა სხვადასხვა ცნობილ სამოდელო სახლებში. სელენას თქმით ტონისთან და სანდრასთან მან თავი ძალიან კარგად იგრძნო, მაშინვე დაუმეგობრდა და ახლა ერთად კარგად მუშაობენ.
ტანსაცმლის ხაზის გაყიდვაში გამოსვლამდე გამოჩნდა Dream Out Loud-ის პირველი ფოტოსესია, სელენას შექმნილ ტანსაცმელში მოდელები პოზიორობდნენ. სამწუხაროდ ამ ფოტოსესიას ხალხის საერთო აღიარება არ მოჰყოლია და ტანსაცმელი დაიწუნეს. თუმცა ძალიან მალე სელენამ თავადვე იპოზიორა კამერების წინ ახლად შექმნილ ტანსაცმელში და ამ ფოტოსესიას მეტი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრ ფანს ხაზიდან სამოსის შეძენის სურვილი გაუჩნდა.
სელენამ ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწია სადიზაინერო საქმეში, სელენას ხაზის ხილვა ახლა ყველას შეუძლია მაღაზის ქსელში Kmart
ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ რ ფასებში გვთავაზობენ სელენას კოლექციას მაღაზიაში Kmart ნახეთ როგორ მუშაობს სელენა კოლექციაზე
|