გავრცელდა ინფორმაცია, რომ განუმეორებელი მომღერლის, უიტნი ჰუსტონის ცხოვრების შესახებ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მის როლს პოპ-ვარსკვლავი რიანა განასახიერებს.
სურათზე მუშაობას ცნობილი პროდიუსერი და მომღერლის მეგობარი კლაივი დევისი დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა. მომღერალი გინესის რეკორდების წიგნში შესულია, როგორც ყველაზე მეტი მუსიკალური ჯილდოს, მათ შორის 6 „გრემის“, 2 „ემის“, 23 „American Music Awards“ და 16 „Billboard Music Awards“-ის მფლობელი მომღერალი. მთელს მსოფლიოში გაყიდულია მისი 170 მილიონზე მეტი ფირფიტა. ჟურნალმა „Rolling Stone“ უიტნი ჰიუსტონი 100 უდიდესი მსოფლიო შემსრულებლის სიაში შეიყვანა.