რიანა მუსიკალური ინდუსტრიის არსებობის მანძილზე ციფრული არტისტის ტიტულის მფლობელია! მომღერალმა ინტერნეტის დახმარებით მისი კომპოზიციების 47,5 მლნ. ასლი გაყიდა და კონკურსში უკან ჩამოიტოვა ლედი გაგა, ემინემი და ქეით პერი. აღსანიშნავია, რომ რიანას მუსიკალური კარიერა მხოლოდ 2005 წელს დაიწყო.
ციფრული გაყიდვებით მეორე ადგილზეა ჯგუფი „the Black Eyed Peas", რომელთა გაყიდვები 42, 2 მლნ. ასლია.
რეპერი ემინემი მესამე პოზიციას ფლობს გაყიდული 42, 4 მლნ. ციფრული ასლით. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ ლედი გაგა (42 მლნ.) და ტეილორ სვიფტი.
ქეით პერი, ლილ უაინი და ბიონსე მეექვსედან მერვე პოზიციებს ფლობენ. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ ბრიტნი სპირსი და კენი ვესტი.
|