ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის ”X Factor”-ის შემქმნელი საიმონ ქოული, R'n'B დივა, ბიონსეს 100 მილიონ დოლარს სთავაზობს, თუკი ის ჟიურის წევრობაზე თანხმობას განაცხადებს.
თუკი ბიონსე ამ შემოთავაზებას დათანხმდება გარდა იმისი, რომ მისი ბიუჯეტი 100 მილიონით გაიზრდება, ეს იქნება ყველაზე სოლიდური სატელევიზიო ანაზღაურება.
შეგახსენებთ, რომ ამ კანდიდატურაზე ცოტა ხნის წინ მერაია ქერი განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჩანს საიმონს პოპულარული და ენერგიული ბიონსე ურჩევნია, მოსაწყენ დივას.