1. ქუჩაში ფეხზე გამობლანდული პარკი 2. უსიამოვნო მომენტი, ფეხი რომ დაგიბუჟდება და ცოტა ხნის შემდეგ საშინლად "გეღუტუნება"... 3. სიმღერას რომ უსმენ, მელოდია იცი, მაგრამ ტექსტი არა და რო ყვები და შენ თვითონ არ ხარ გაგებაში რა სიტყვებს არახუნებ 4. სასიამოვნო გრძნობა, მზესუმზირაში უკვე გარჩეულ მარცვალს რომ გადააწყდები... 5. ახალ ფეხსაცმელზე მიუჩვეველი რომ გაქვს თვალი,ან დიდი გეჩვენება,ან -პატარა 6. როცა შუქი არ არის მაგრამ ოთახში შესვლისას ჩამრთველს ხელს მაინც აჭერ. 7. როდესაც მობილურზე ლაპარაკობ, და უცებ აღმოაჩენ რომ უკვე გათიშა.. 8. ყოყმანი, როდესაც ვიღაცას ხვდები და არ იცი უნდა გადაკოცნო თუ არა... 9. ინტერნეტში ყოფნისას, ვიღაც (მშობელი) რომ მოდის კომპიუტერთან და შენ მომენტალურად რთავ გუგლს და აშტერდები ეკრანს.. 10. ზამთარში გაყინული ხელებით SMS-ის შენელებულად წერა... 11. კინოთეატრში რომ ხარ და "პოპ-კორნი" (ბატი-ბუტი) კინოს დაწყებიდან ხუთ წუთში უკვე რომ აღარ გაქვს... 12. სწრაფად რომ მიდიხარ და ტანსაცმელი კარის ტარს რომ გამოედება... 13. ქართულად აკრეფილი "ყოუტუბე.ცომ" 14. 8-ზე მაღვიძარა რომ გაღვიძებს. შენ თიშავ და აგრძელებ ძილს. იღვიძებ ორ საათში და გონზე არ ხარ რა მოხდა ორი საათის წინ და გიჩნდება კითხვა: ,,რატომ არ დარეკა?" 15 ღამე, საწოლში რომ წევხარ და იმაზე ფიქრობ რამდენი საათი გამოგივა ძილი იმავე წამს რომ ჩაგეძინოს..</span></em>[/c]