ინტერნეტში გავრცელდა ნიკი მინაჟის კომპოზიცია დამაინტრიგებელი სახელწოდებით „Marilyn Monroe“. თრექს მაშინვე სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია მოხვდება თუ არა კომპოზიცია ყველაზე მოდური ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის მეორე ალბომის „Roman’s Revenge“ თრექ-ლისტში, რომელის რელიზიც 14 თებერვლიდან აპრილამდე გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკი მინაჟი M.I.A. და მადონასთან ერთად გამოვიდა ამერიკული ფეხბურთის ფინალურ თამაშზე.