პოპულარულმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ნიკი მინაჟმა განაცხადა, რომ ალბომის „Pink Friday: Roman Reloaded“ რელიზი, რომლიც 14 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, 3 აპრილამდე გადაიდო.
იმისთვის, რომ მისი ნიკის თაყვანისმცემლების გული კიდევ ერთხელ დაეპყრო, მომღერალმა წარმოადგინა კომპოზიციაზე „Stupid Hoe“ გადაღებული ახალი ვიდეორგოლი.
სიმღერის პროდიუსერია Diamond Kuts. კომპოზიციის პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე, ნიკი მინაჟმა წარმოადგინა თრექი „Roman In Moscow“, რომელიც მისივე განმარტებით ფირფიტის პრელუდიას წარმოადგენს. ახალი ვიდეორგოლის რეჟისორია Hype Williams.