გაზეთის „The Daily Star Sunday" ინფორმაციით, მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობას ასრულებს. ნამუშევრის რელიზი გაზაფხულზე იგეგმება. გარდა ამისა, გამომცემლობა იტყობინება, რომ მარტში ალბომის პირველი სინგლის პრეზენტაცია გაიმართება
„შერილმა თითქმის დაასრულა ალბომზე მუშაობა. მიიჩნევს, რომ ეს მისი საუკეთესო ნამუშევარია. რელიზის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, რომ გაზაფხულზე გავეცნობით ფირფიტას; პირველ სინგლს კი მარტის დასაწყისში" - აცხადებს გაზეთთან საუბარში მომღერლის ახალო მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ შერილ ქოულის მეორე ალბომი „Messy Little Raindrops" 2010 წლით თარიღდება.
|