როკ-ჯგუფის „Maroon 5" შემადგენლობაში არიან: Adam Levine (ვოკალი, გიტარა), James Valentine(გიტარა), Jesse Carmichael (კლავიში), Mickey Madden (ბას-გიტარა) და Matt Flynn (დასარტყამი ინსტრუმენტები). კოლექტივის ისტორია სათავეს 90-იან წლებში იღებს. 1995 წელს, სამმა სკოლის მეგობარმა Levine, Carmichael და Madden-მა ჯგუფი „Kara’s Flowers" ჩამოაყალიბეს, სადაც ახალგაზრდულ როკს ასრულებდნენ.
მათ კონტრაქტი ლეგენდარულ პროდიუსერთან, Rob Cavalloსთან ერთად ლეიბლთან „Reprise" გააფორმეს და სადებიუტო ალბომი ჩაწერეს. 1999 წელს კოლექტოვმა შეწყვიტა ლეიბლთან „Reprise" თანამშრომლობა და სახელწოდება ახლით - „Maroon 5" შეიცვალა და შემადგენლობაში ახალი გიტარისტი, James Valentine მიიმატეს. ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Songs About Jane", 2002 წლის ივლისში გამოვიდა და ოქროს, პლატინის და მულტიპლატინის დისკის სტატუსი დაიმსახურა. ამას კვალდაკვალ მოყვა საკონცერტო ალბომი „Live - Friday The 13th". 2006 წლის სექტემბერში კოლექტივში Ryan Dusick-ი, Matt Flynn-მა ჩაანაცვლა. 2007 წლის მაისში, უკვე ჯგუფის ვარსკვლავური სტატუსით გამოდის მეორე სტუდიური ალბომი „It Won’t Be Soon Before Long". 2009 წელს კოლექტივი შვეიცარიაში ახალი ფრიფიტის „Hands All Over" ჩასაწერად გაემგზავრა, რომლის რელიზიც 2010 წლის 21 სექტემბერს შედგება.
|