მისი რჩეული კუბელი მოდელი Yvette Prieto-ა. აღსანიშნავია, რომ ჯორდანი 48 წლის არის, მისი
საცოლე კი 32-ის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია.
ჯორდანმა 1989 წელს იქორწინა Juanita Vanoy-ზე, თუმცა 17 წლიანი თანაცხოვრების
შემდეგ, 2006 წელს სპორტსმენმა მეუღლესთან განქორწინება გადაწყვიტა.
როგორც ცნობილია ჯორდანმა შეყვარებულს ხელი საშობაო კვირის განმავლობაში საიდუმლოდ სთხოვა,
თუმცა ნიშნობამ ხმაურის გარეშე მაინც არ ჩაიარა, რადგან ჯორდანს პირველ ცოლთან 3 შვილი
აკავშირებს. მას ორი 23 და 21 წლის ვაჟი ჰყავს და აგრეთვე გოგონა, რომელიც 19 წლისაა.
მაიკლი შეყვარებულს 3 წლის განმავლობაში ხვდებოდა და როგორც წყაროები იუწყება წყვილი თავს
ძალიან ბედნიერად გრძნობს. ჯორდანს უხარია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ნამდვილი სიყვარული იპოვა.