მადონას ფილმის „W.E." პრემიერა ლონდონში გაიმართა. სურათი ბრიტანელი მონარქის ედუარდ VIII და ამერიკელი უოლეს სიმპსონის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარ როლებს თამაშობენ ები კორნიში, ოსკარ აიზეკი, დარსი, ანდრეა რაიზბორო და სხვები. სურათი მადონას მეორე სარეჟისორო ნამუშევარია.
პოპ ვარსკვლავი მადონა ლონდონურ პრემიერაზე კინოთეატრ „ოდეონის" წინ წითელ ხალიჩაზე პოზირებდა და გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფებს გულუხვად არიგებდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სურათი კინოკრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს .