ლედი გაგამ განაცხადა, რომ მისი ახალი ნამუშევრის მოსმენა უკვე 2012 წელს გახდება შესაძლებელი. მომღერალმა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში თავად განაცხადა ამის შესახებ. ახალ წელს ლონგპლეის გარდა, ლედი მსოფლიო მაშტაბის ტურნესაც გეგმავს.
„მინდა ისევ წინ ვიარო. პროცესი უფრო მაინტერესებს, ვიდრე შედეგი... მსურს დავწერო მუსიკა. ამჟამად კიდევ ერთ ფირფიტას გამოვუშვებ და ტურნეში გავემგზავრები" - წერს ლედი.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავმა ნიუ-იორკის მერთან, მაიკლ ბლუმბერგთან ერთად თაიმ-სკვერში შეკრებილ ხალხსა და მთელს ნიუ-იორკს ახალი წელი პირველმა მიულოცა.
მომღერალმა მერთან ერთად დაითვალა 2012 წლის შემობრძანებამდე დარჩენილი რამდენიმე წამი და მასთან ერთად დაატრიალა ბროლის ბურთი.