ქრისტინა აგილერა კონცერტზე ჭუჭყიანი ფეხით გამოვიდა
ცნობილი მომღერალი ქრისტინა აგილერა, კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ის არა წონის, არამედ სიბინძურის გამო გააკრიტიკეს.
საღამო ცნობილი ბლუზ მომღერლის ეტა ჯეიმსის მოსაგონებლად იყო გამართული. ქრისტინამ სცენაზე ეტას ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა, თუმცა სიმღერისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, რადგან აგილერას, რომელიც მოკლე შავ კაბაში იყო გამწყილი, ჭუჭყიანი ფეხები უჩანდა.
მომღერალს მარჯვენა ფეხზე სისხლი ეტყობოდა.
ეტა ჯეიმსი 73 წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაიცვალა. მის მოსაგონებელ საღამოზე "ბინძური" აგილერას გარდა, სტიუ ვანდერისც იყო, რომელმაც ეტას სამი სიმღერა შეასრულა.