პოპ-მომღერალი ქეით პერი მარტში მეორე სტუდიური ალბომს ხელმეორედ გამოსცემს სახელწოდებით „Teenage Dream: The Complete Confection“.
ფირფიტამ „Teenage Dream“, რომელიც 2010 წელს გამოვიდა მომღერალს დიდი წარმატება მოუტანა - ალბომიდან 5 სინგლი Billboard-ის ჩარტში ლიდერობდა, რითაც ქეითმა მაიკლ ჯექსონის რეკორდი გაიმეორა ( 1987/88 წლებში ჯექსონის ალბომიდან „Bad“ 5 სინგლი ლიდერობდა ჩარტებში. გარდა ამისა, მე-6-ე სინგლი „The One That Got Away“ ჰიტ-აღლუმში მესამე პოზიციას ფლობდა). ამჟამად ამერიკელი მომღერალი ალბომის ახალ ვერსიას შემოგვთავაზებს, უკვე შეცვლილი სახელწოდებით „Teenage Dream: The Complete Confection“. ფირფიტაში წარმოდგენილი იქნება აგრეთვე რამდენიმე ახალი თრექი.