ამერიკელი მომღერალი ქეით პერი „Billboard Hot 100“-ის ჩარტებს ლიდერობს. პრემიერიდან პირველივე კვირაში კომპოზიციის „Part Of Me“ 4 000 ასლი გაიყიდა. ასეთი შედეგი ერთი წლის წინ ჰქონდა ლედი გაგას, როდესაც წარმოადგინა ახალი სინგლი „გრემის“ დაჯილდოებაზე.
სტუდიური ფირფიტის ხელახალი გამოცემა სახელწოდებით „Teenage Dream. The Complete Confection“ ქეითი მარტში წარმოგვიდგენს. კომპოზიციასთან „Part Of Me“ ერთად ალბომში შესული იქნება აგრეთვე რამდენიმე ახალი სიმღერაც.
„Billboard Hot 100“-ში მეორე პოზიციაზეა ადელის კომპოზიცია „Set Fire to the Rain“..