ამერიკელი მომღერალი კეტი პერი და ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და ტელეწამყვანი, რასელ ბრენდი ოფიციალურად გაიყარნენ. მათ ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში განქორწინების დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
ბრენდმა ყოფილ მეუღლეს ქონების გაყოფა არ მოსთხოვა. კეტი პერის ქონება ქმრისას აღემატება და რადგან ყოფილ მეუღლეებს ქორწინების კონტრაქტზე ხელი მოწერილი არ ჰქონდათ, კეტის, შეიძლებოდა, ქონების ნახევარი დაეკარგა.
ბრენდის ქონება 20 მლნ დოლარად არის შეფასებული, ხოლო პერის - 70 მლნ-ად. გარდა ამისა, მეუღლეებს კალიფონიაში, ნიუ-იორკსა და ლონდონში ოთხი სახლი ქონდათ, რომლის საერთო ღირებულება 15 მლნ დოლარია.
რასელმა განქორწინებისას ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთის არაფერი მართებთ. განქორწინების შემდეგ, კეტი პერიმ ქალიშვილობის გვარი დაიბრუნა, ასე რომ, ახლა იგი ოფიციალური დოკუმენტებით, კეტერინ ელიზაბეტ ჰადსონია.