საიტის მენიუ

საიტის მენიუ
ვარსკვლავები
პაპარაცი
ბიოგრაფიები
სურათები
წესები
სხვა
Book <3
სტატუსები

საიტის მენიუ

საიტის მენიუ
გამარჯობათ teen3.ucoz.com
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია. იმისათვის რომ გქონდეთ მეტი უფლება და აღარ გამოჩდეს ეს შეტყობინება
დაჭირეთ ტექსტს! Teen3.ucoz.com

საიტის მენიუ
[

საიტის მენიუ
[2012-02-03][სხვა]
წითელი კაბა (2)
[2012-01-14][ვარსკვლავები]
სელებრითები.... (3)
[2012-02-13][სხვა]
Fashion Black Dress (1)
[2012-02-11][სურათები]
სალიტა ჩუბინიძე (1)
[2012-01-07][პაპარაცი]
ოლივია პალერმო (2)

საიტის მენიუ

მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » კრისტინა აგილერა
3:37 PM
კრისტინა აგილერა
კრისტინა აგილერა დაიბადა 1980 წლის 18 დეკემბერს, სტეიტენ-აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ. მისი მამა - ფაუსტო აგილერა - ეკვადორელია, დედა - შელი, ირლანდიელი - მუსიკოსი, მევიოლინე. გოგონას ბავშვობა ნამდვილ ჯოჯხეთს ჰგავდა. მამამისი სამხედრო პირი იყო და დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი მეუღლესა და შვილებს ხშირად სცემდა კიდეც.
”ბავშვობის გახსენება არც მინდა. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. დედაჩემს მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. ერთხელ შევესწარი მომენტს, როდესაც მამა დედას ახრჩობდა. რომ არ მეკივლა, ალბათ მოკლავდა. მერე მამა მე მომიბრუნდა და კიბეებზე დამაგორა”,-იხსენებს მომღერალი.
განსაკუთვრებით მძიმე პერიოდი ოჯახს მაშინ დასდგომია, როცა ისინი იაპონიაში გადასულან საცხოვრებლად, სადაც ამერიკის არმიის სერჟანტ - ფაუსტო აგილერას სამხედრო ნაწილი გადაუყვანიათ. კრისტინას დედა - შელი კენსის თქმით, მათ ოჯახში ძალადობას ყოველდღე ჰქონდა ადგილი, ის კი ამით ისე დაშინებული იყო, რომ ძილის წინ ბალიშის ქვეშ ყოველთვის დებდა ცრემლსადენ გაზის პატარა ბალონს, რათა, აუცილებლობის შემთხვევაში, ოდნავ მაინც დაეშოშმინებინა განრისხებული ქმარი.
ოთხი წლის იყო კრისტინა, პირველად დედამ ნაცემი რომ ნახა. გოგონას პირიდანაც სისხლი სდიოდა. კრისტინას მოუყოლია, რომ იგი თამაშობდა, მამა კი ამ დროს დაძინებას ცდილობდა. გოგონას ხმაურიანი თამაშით შეწუხებულ ფაუსტოს იგი გამეტებით უცემია. მაშინ მიხვდა, რომ მეუღლესთან ცხოვრება შვილს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ 1987 წელს ქმარს გაშორდა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. გავიდა წლები და კრისტინამ დედამისსა და ზოგადად მის ბავშვობას მიუძღვნა სიმღერები - ”I'm OK" (ალბომიდან ”Stripped”) და "Oh Mother" (”Back to Basics”). როგორც მომღერლის მეგობრები ამბობენ, ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა კრისტინას დღესაც აწუხებს. მას დღემდე ახასიათებს შიშები ყვირილის მიმართ. მომღერალს შიშის, პანიკის გრძნობა, პერიოდულად ღამე ეუფლება. თავად კრისტინას თქმით, ერთხელ ასეთი შეტევის დროს იგი ჰოლივუდში მდებარე თავისი ფეშენებელური სახლიდან გაიქცა და კარგა ხანს ქუჩებში დაეხეტებოდა დასამშვიდებლად. ”საშინლად ვკანკალებდი და მეშინოდა შინ დაბრუნებისა. არ მინდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში დავენახე”,-განაცხადა მომღერალმა.
9 წლის ასაკიდან კრისტინას ცხოვრებაში ნათელი ფერები გამოჩნდა. მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში ”ვარსკვლავების ძიებაში ”, სადაც მეორე ადგილი აიღო. შემდეგ ჰოკეის ჩემპიონატზე საყვარელი გუნდის ჰიმნი შეასრულა. ვარსკვლავის მომავალზე მეოცნებე გოგონას სკოლაში პრობლემები ჰქონდა. იგი რატომღაც თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას ვერ ახერხებდა. კრისტინა სკოლიდან სახლში ხშირად ატირებული ბრუნდებოდა.
როდესაც სკოლაში გამართულ ერთ-ერთ საღამოზე კრისტინამ იმღერა, მეორე დღეს სკოლაში გაკრული პლაკატი დახვდა, რომელზეც ეწერა: ”კრისტინა, შენ ხარ ძროხა და გინდა, რომ შენი სიმღერით დაიმკვიდრო სახელი. ეს კი არ გამოგივა”. საბოლოოდ კრისტინა იძულებული გახდა, სკოლაში სიარულზე უარი ეთქვა და სახლში განეგრძო სწავლა.
პირველი სიყვარული კრისტინას 15 წლის ასაკში ეწვია. მას ჯგუფ რედ ჰოტ ჩილი პეპერსის მუსიკოსი დეივ ნავარო შეუყვარდა. მომავალი ვარსკვლავი დეივის პლაკატით იძინებდა და იღვიძებდა. ერთი წლის შემდეგ კი თავის საყვარელ მამაკაცს ბარში გადააწყდა და პირდაპირ მივიდა მასთან. ”გამარჯობა, მე კრისტინა აგილერა ვარ, უკვე 16 წლის”,-განუცხადა მას. მინიშნება დეივ ნავარომ აგდებულად მიიღო და მასზე შეყვარებულ გოგნას უპასუხა: ”მართლა 16 წლის ხარ? მაშინ ფინჯან რძეზე დაგპატიჟებ”. ასე დასამარდა მომღერლის პირველი სიყვარული. სამაგიეროდ გამბედაობა ეყო და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში ” მიკი მაუსის კლუბი” , რომელიც ახალგაზრდა მომღერლებისთვის ტრამპლინს წარმოადგენდა.
1998-2001 - პოპ პრინცესა, ალბომი Christina Aguilera [რედაქტირება]

შოუში სამმა მომღერალმა გაიმარჯვა - კრისტინამ, ბრიტნი სპირსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა. გოგონებს შორის სერიოზული კონკურენცია გაიმართა. სამაგიეროდ, ჯასტინმა და კრისტინამ ერთმანეთს ადვილად გაუგეს. ამ შოუმ კრისტინას სადებიუტო ალბომის კონტრაქტი და სერიოზული პერსპექტივები მოუტანა. მისი პირველი ალბომი Christina Aguilera ამერიკისთვისაც კი რეკორდული აღმოჩნდა - 4 თვეში პლატინის სტატუსი მიიღო, თავად მომღერალს კი 2000 წელს, გრემის 42-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის გადაეცა. როდესაც გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში ”წლის საუკეთესო ახალბედა” გამარჯვებულად 19 წლის კრისტინა აგილერა გამოაცხადეს, აღელვებულმა მომღერალმა გზაში რამდენჯერმე წაიბორძიკა კიდეც, რადგან თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: ”რატომ მე და არა ბრიტნი”. ბრიტნი ამ ჯერად კრისტინას მეტოქე იყო, თანაც კრისტინაზე მეტად წინ სწორედ იგი იდგა ყველა ჩარტებში, თუმცა გრემი მაინც აგილერას ერგო.
დაწვრილებით [რედაქტირება]
კრისტინას თქმის იგი მღერის დაბადებიდან. ბავშვობაში მომავალი მომღერალი ხშირად იკეტებოდა სააბაზანოში და ხელში შამპუნის კოლოფით ხშირად მღეროდა, ასევე სახლთან ახლოს, პატარა სცენაზე მართავდა წარმოდგენებს მეზობლებისათვის.
1998 წელს აგილერამ შეასრულა უიტნი ჰიუსტონის "Run to You", რომელიც თავადვე ჩაწერა მაგნიტოფონზე, სააბაზანოში. იგი მალევე მიიწვიეს დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის - მულანის საუნდტრეკის "Reflection[4]" ჩასაწერად, რის შემდგომაც დამწყებმა მომღერალმა გააფორმა კონტრაქტი კომპანია RCA Records-თან[5]. ბილბორდის ჩარტში Reflection საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 1998 წელს კი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე იგი დასახელებული იქნა ნომინაციაში საუკეთესო ახალი სიმღერა (Best Original Song).
აგილერას პირველი ალბომი Christina Aguilera 1999 წლის 24 აგვისტოს გამოვიდა. ბილბორდის ორასეულში და ალბომების კანადურ ჩარტებში მან მოწინავე ადგილი დაიკავა. გაიყიდა 8 მილიონი ასლი აშშ-ს[6], ხოლო 12 მლნ[7] . მსოფლიოს მასშტაბით. ალბომი შესულია RIAA-ს ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომის სიაში, რაც ეფუძვნება აშშ-ში გაყიდვების რაოდენობას[8] .
1999-2000 წწ. კრისტინას სიმღერებმა ”Genie in a Bottle", "What a Girl Wants" და "Come on Over Baby (All I Want Is You)" მოწინავე პოზიციები დაიკავეს ბილბორდის ცხელ ასეულში, სინგლმა "I Turn to You" კი მე-3 ადგილს მიაღწია. აგილერას ალბომის სიმღერების ავტორთა განცხადებით, კრისტინა ცდილობდა მაყურებლისათვის ბოლომდე ეჩვენებინა მისი ხმის სიძლიერე და კონცერტებზე ხშირად მღეროდა მხოლოდ როიალის თანხლებით[9]. გრემის 42-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე კრისტინას სიმღერა "Genie in a Bottle" დასახელებული იქნა ნომინაციაში ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. ადრეულ წინასწარმეტყველებათა მიუხედავად, აგილერამ მიიღო გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებისათვის[10] .
2000 წლის 12 საექტემბერს გამოვიდა კრისტინას პირველი ესპანურენოვანი ალბომი Mi Reflejo, ანუ ჩემი ანარეკლი. მასში შევიდა როგორც ინგლისურენოვანი სიმღერების ესპანური ვარიანტები, ისევე ახალი სინგლები. თუმცაღა ალბომის გამოსვლას კრიტიკათა სერიაც მოჰყვა. კრიტიკოსები ადანაშაულებდნენ აგილერას, რომ ახალი ალბომით იგი ცდილობდა ლათინური პოპ მუსიკის ბუმში ჩაბმას და ამით ფულის კეთებას. ბილბორდის ორასეულში ალბომმა 27 პოზიცია დაიკავა და ლათინური ალბომების ჩარტების სიის სათავეში მოექცა. 2001 წელს, კრისტინას ესპანურმა ალბომმა გაიმარჯვა გრემის ლათინურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში ქალის საუკეთესო ალბომი პოპის ჟანრისა. ალბომმა ოქროს სტატუსი მიიღო აშშ-ში და გაიყიდა მისი 3 მლნ. ასლი მსოფლიოს მასშტაბით[11]. ალბომს ასევე გამარჯვება ხვდა წილად მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე (World Music Award), ნომინაციაში წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ლათინური ალბომი. 2000 წლის 24 ოქტომბერს აგილერამ ასევე გამოუშვა საშობაო ალბომი My Kind of Christmas. ბილბორდის ორასეულში მან დაიმკვიდრა 28-ე პოზიცია და აშშ-ში მიიღო პლატინის სტატუსი[12]. აგილერას რიკი მარტინმა სთხოვა ჩაეწერა მასთან დუეტი "Nobody Wants to Be Lonely" ახალი ალბომისათვის Sound Loaded. სიმღერის კლიპი გამოვიდა 2001 წელს და დაიკავა 1 ადგილი მსოფლიო ჩარტებში.
2001 წელს კრისტინამ ლილ კიმთან, მიასა და პინკთან ერთად ჩაწერა სიმღერა "Lady Marmalade", ფილმისათვის მულენ რუჟი!. ეს სიმღერა წარმოადგენს ჯგუფ ლებელის სინგლის გადაკეთებულ ვარიანტს. გადაღებული იქნა კლიპი მისი ელიოტის მონაწლეობით, რომელიც აგრეთვე მისი პროდიუსერიცაა. სიმღერას უცვლელად ეკავა 1 ადგილი 5 კვირის განმავლობაში ცხელ ასეულში. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველზე წარმატებულმა სიმღერამ[13] ასევე დაიკავა 1 პოზიცია 11 სხვა ქვეყნის ჩარტებში. გრემის დაჯილდოებაზე კი გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში. MTV Video Music Awards-ზე სიმღერამ 2 პრიზი მოიპოვა, მათ შორის წლის ვიდეო 2001. პრიზის მიღების დროს აგილერამ განაცხადა: ”დიდმა თმამ მართლაც გაამართლა”[14]. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ აგილერას ჩაცმულობა კლიპში მეტად ემსგავსება ჯგუფ Twisted Sister წევრის - დი სნიდერის ჩაცმულობას[15] .
იმავე წელს, გასაყიდად გამოვიდა სიმღერა "Just Be Free", რომელიც აგილერამ 15 წლის ასაკში ჩაწერა. როდესაც RCA Records-მა აღმოაჩინა ეს სიმღერა, კომპანიამ ურჩია აგილერას ფანებს არ შეეძინათ იგი[16]. ერთი თვის შემდგომ, Warlock Records-მა გამოუშვა აგილერას ადრეული ჩანაწერების ნაკრები Just Be Free. ამასთან დაკავშირებით, მომღერალმა მოსთხოვა კომპანიას შეეჩერებინა პროდუქციის დამოშვება[17]. ნაკრებთან დაკავშირებით ბევრი დეტალი საეჭვოდ რჩება. იგი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა, გარეკანზე 15 წლის კრისტინას სურათით[18].
მიუხედავად იმისა, რომ აგილერას პირველ ალბომს საზოგადო მოწონება ხვდა წილად, მომღერალი მუდამ უკმაყოფილო იყო საკუთარი იმიჯით[19]. მას არ სურდა მუდამ პოპ პრინცესასა და თინეიჯერთა კუმირის ტიტულის ტარება. მიზანდასახული მომღერალი გაცილებით სერიოზულ კარიერაზე ოცნებობდა. კრისტინა აღნიშნავდა, რომ მისი მე-2 ალბომი მუსიკალური და ლირიკული თვალსაზრისით გაცილებით ღრმა იქნებოდა[20].
მალე აგილერას პრობლემები შეექმნა პერსონალურ მენეჯერ სტივ კურტზთან. მომღერალმა დაითხოვა იგი, მის ადგილას კი ირვინგ აზოფი დანიშნა[21][22] . მეორე ალბომზე მუშაობისას კრისტინა დარწმუნდა, რომ კურტზის მსგავსად, სხვა მეგობრებმაც უღალატეს მას. ”ახალმა ჩანაწერმა მიხსნა სრული სიგიჟისაგან”,-განაცხადა მოგვიანებით მომღერალმა.
2002–2003 - გაშიშვლების ხანა, ალბომი Stripped [რედაქტირება]

ერთ წელიწადში აგილერას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2002 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომის პირველი ვიდეო Dirrty, სადაც მომღერალმა ”კარგი გოგოს” იმიჯი მთლიანად მოიცილა და დაკომპლექსებული გოგონა სექსუალურ ქალად იქცა. ჩაცმულობაში მნიშვნელოვანი შტრიხები შეიტანა, გამოაჩინა მკერდი, ისწავლა კარგი ლათინოამერიკული მოძრაობები და თაყვანისმცემელთა დიდ არმიაც შეიძინა.
კრისტინამ პირველი პლასტიკური ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. ორი წლის შემდგომ კი კიდევ ერთი ზომით გაიდიდა. ექიმები მიხვდნენ, რომ მომღერალს სურდა მრგვალი ფორმებით ეამაყა. დაუნიშნეს სპეციალური დიეტა, რომელიც წონას მოუმატებდა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო: 20 წლის კრისტინა ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მომღერლად იქცა.
დაწვრილებით [რედაქტირება]
2002 წლის 29 ოქტომბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, კრისტინა აგილერას რიგით მეორე სტუდიური ალბომი Stripped გამოვიდა. პირველი კვირის განმავლობაში ალბომის 330 000-ზე მეტი კოპიო გაიყიდა და ბილბორდის ორასეულში მე-2 ადგილი დაიკავა. წინა ნამუშევრისაგან განსხვავებით, ახალი ალბომის მიზანი აგილერას განსხვავებულ ამპლუაში წარმოჩენა იყო[23]. მასში შესული სინგლების უმეტესობა თავად კრისტინას უშუალო მონაწილეობითაა შექმნილი. ალბომში ასახულია განსხვავებული მუსიკალური ელემენტები, მათ შორის რიტმ ენდ ბლიუზი, გოსპელ მიუზიკი, სოული, ბალადა, პოპ როკი და ჰიპ ჰოპი. ალბომის პროდიუსერები სკოტ სტორჩი და ლინდა პერი არიან. როკუაილდერმა და ალიშია კისმა ასევე ჩააწერინეს მომღერალს თითო სინგლი[24][25]. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიტიკოსების მხრიდან ალბომი საკმაოდ დადებითად იქნა შეფასებული. ალბომის გამოსვლის შემდგომ, აგილერამ გადაიღო საკმაოდ თამამი ფოტოები სხვადასხვა ცნობილ ჟურნალ-გაზეთებისათვის[26]. მაგალითად, ჟურნალ Rolling Stone[27]-ის გარეკანზე მომღერალს მხოლოდ ფეხსაცმელი აცვია, შიშველ სხეულს კი გიტარა უფარავს. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც მომღერალმა თავს ახალი ნიკი Xtina უწოდა და აღნიშნული სახელი ამოისვირინგა კისერზე, ამას თან დაამატა რამდენიმე პირსინგიც[2].
აგილერას ახალმა იმიჯმა საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა აშშ-ში, განსაკუთრებით კლიპის Dirrty გამოსვლის შემდგომ[28]. თავად მომღერლის განცხადებით, ახალი ამპლუა გაცილებით უკეთ ასახავდა მის პიროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ კლიპი Dirrty მეტად მოთხოვნადი იყო ამერიკაში, იგი აშშ-ს ჩარტების სათავეში მაინც ვერ მოექცა, თუმცაღა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით და ნომერ 1 ჰიტი გახდა გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. რაც შეეხება მთლიანად ალბომს, იგი შევიდა გაერთ. სამეფოს, ირლანდიისა და აშშ-ს საუკეთესო ხუთეულის სიაში. მალევე გამოვიდა აგილერას ვიდეოკლიპი სინგლზე ”Beautiful”. მან კრისტინას გრემი მოუტანა ნომინაციაში ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. ამ კლიპისათვის მსოფლიოს ჰომოსექსუალისტთა ორგანიზაციამ (GLAAD Media Awards) მომღერალი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ჰომოსექსუალისტთა ”დადებითი კუთხით” ჩვენებისათვის. მალე კრისტინამ კვლავ შეიცვალა იმიჯი და თმა მთლიანად შავად გადაიღება. შემდგომი 2 წლის მანძილზე კიდევ 3 ვიდეო გამოვიდა სინგლებზე: ”Fighter", "Can't Hold Us Down" (ლილ კიმთან ერთად) და "The Voice Within". ისინი მალევე გაჰიტდა, ყოველივე ამან კი უზრუნველყო ალბომის პრესტიჟულ ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე დარჩენა შემდგომი 2 წლის განმავლობაში. 2004 წელს ალბომს Stripped კვლავ წარმატებული ადგილი ეკავა გაერთ. სამეფოსა და აშშ საალბომე ჩარტებში. მან 4-გზის პლატინის სტატუსი მიიღო აშშ-ში და გაიყიდა 9 მილიონი კოპია მსოფლიოს მასშტაბით[29]. ალბომმა დაიკავა მე-10 ადგილი ბილბორდის საალბომე ჩარტში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრისტინამ მონაწილეობა მიიღო კელი კლარკსონის მეორე სინგლის "Miss Independent" შექმნაში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც Stripped-ზე მუშაობდა.
იმავე წლის ივლისში გაიმართა აგილერასა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ალბომების ერთობლივი აშშ ტურნე, სახელწოდებით "Justified & Stripped Tour". 2004 წლის ბოლოს კი აგილერამ, უკვე ტიმბერლეიკის გარეშე, განაგრძო დაწყებული ტურნე, რომელსაც უწოდა "Stripped World Tour". ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნე იმ წელს. ჟურნალ Rolling Stone-ის მკითხველებმა იგი წლის საუკეთესო ტურნედ დაასახელეს[30]. აგილერამ ასევე მონაწილეობა მიიღო შოუში Pussycat Doll's და გოგონებთან ერთად ჟურნალ მაქსიმის გარეკანზე აღმოჩნდა[31]. მაქსიმის გარეკანზე მომღერლის მეორედ გამოჩენამ ჟურნალს რეკორდული მაჩვენებლით გაყიდვა მოუტანა წილად. წლის დასასრულს, კრისტინა ყოველწლიური ცხელი ასეულის სათავეში მოექცა[32]. კრისტინა აგილერა ბრიტანელი მამაკაცების უმეტესობამ ყველაზე სასურველ ქალად დაასახელა. მათ ჟურნალ ”მაქსიმის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრისტინას გარდა სასურველ ქალად საზოგადოებისათვის თვალსაჩინო კიდევ 99 მანდილოსანი დასახელდა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებში სიმპატიებით. კრისტინა სიის სათავეში თავისის ეპატაჟური ჩაცმულობითა და აგრესიული სექსუალური იმიჯის წყალობით მოხვდა. საკმაოდ ხანგრძლივი დაყოვნების შემდგომ, 2004 წლის ნოემბერში გამოვიდა აგილერას პირველი დივიდი, რომელშიც მომღერლის მიერ ცოცხლად შესრულებული სიმღერები შევიდა საკონცერტო ტურნედან Stripped Live in the UK.
წარმატებული ტურნეების ფონზე, 2004 წლის შუაში დაიგეგმა კიდევ ერთი ტურნე განსხვავებული თემით, თუმცა მის წამოწყებას ხელი შეუშალა მომღერლის ვოკალურმა პრობლემებმა, რომლებიც აგილერას ტურნეს დაწყების თარიღის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე შეექმნა. 2003 წლის MTV Video Music Awards-ზე აგილერამ ბრიტნი სპირსთან, მადონასა და მისი ელიოტთან ერთად შეასრულა მადონას სიმღერები: "Like a Virgin" და "Hollywood", როდესაც საკმაოდ დიდ ინციდენტს ჰქონდა ადგილი[6].
ბრიტნისთან მეტოქეობა [რედაქტირება]

კრისტინა აგილერა და ბრიტნი სპირსი ერთმანეთს ყოველთვის კონკურენტებად მიიჩნევდნენ. მათ შორის მუდამ იყო დაძაბული ურთიერთობა. ინტერვიუებში ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებდნენ და სტილის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. დროთა განმავლობაში ეს კონკურენცია სხვა ფორმებში გადაიზარდა. თინეიჯერი გოგონები სექსუალური ქალბატონები გახდნენ და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს შექმნეს ოჯახები.
კრისტინას ძალიან აღიზიანებდა ბრიტნი სპირსის პოპულარობა, თანაც ბრიტნი მასთან შედარებით ქალური ფორმებით გამოირჩეოდა და მამაკაცებში მეტ ინტერესს იწვევდა. ამ მეტოქეობის გამო კრისტინამ პირველი პლასტიკური ოპერაცია 18 წლის ასაკში გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. საბოლოოდ მას დაუნიშნეს სპეციალური დიეტა, შედეგად კი 6 თვეში კრისტინა ბრიტნისავით დამრგვალდა.
ყველა თვლიდა, რომ ჯასტინისა და კრისტინას ურთიერთობა ერთგვარი შურისძიება იყო ბრიტნი სპირსზე. მანამდე ჯასტინს რომანი ჰქონდა ბრიტნისთან, თუმცა სპირსი პრესაში აცხადებდა, რომ იგი ქალწული იყო. ჯასტინსაც ხელს აძლევდა, კრისტინას დახმარებით შური ეძია მატყუარა გოგონაზე.
დროთა განმავლობაში კრისტინასა და ბრიტნის მტრობა განელდა. 2004 წელს ორივე მომღერალი ემტივის დაჯილდოების ცერემონიალზე ერთად გამოჩნდა და ამით ხაზი გაუსვეს, რომ მათ შორის მტრობა საბოლოოდ დასრულდა.
კრისტინას თქმით, იგი ბრიტნი სპირსთან მეგობრობს და ისინი ერთმანეთს კონკურენტებად არანაირად არ თვლიან: ”ჩვენ ცუდი ურთიერთობა არასოდეს გვქონია, უბრალოდ ჟურნალისტებს აწყობდათ, რომ ხალხს მათ მიერ შეთხზული ჭორი დაეჯერებინათ და ეს მოახერხეს კიდეც”.
2004-2007 - კარიერული წინსვლა, ალბომი ”საფუძვლებისაკენ” [რედაქტირება]

მოგვიანებით, აგილერამ კვლავ შეიცვალა იმიჯი: თავდაპირველად თმა ქერა-ალუბლისფრად გადაიღება და ჩაწერა სიმღერა Hello მერსედეს-ბენცის რეკლამისათვის. მალევე თმის ფერი კიდევ ერთხელ შეიცვალა, ამჯერად სრულიად ქერა თმით მერლინ მონროს მიემსგავსა. იმიჯის რადიკალურად ცვლას კვლავ მოჰყვა კრიტიკის ახალი ტალღა. ჟურნალ-გაზეთებში გაჩნდა სტატიები განსხვავებული სათაურებით, მათ შორის ”დონიდან დონეზე” და ა.შ[33]. სხვა ვარსკვლავებთან ერთად აგილერა ერთ-ერთი მსურველია იმისა, რომ კვლავ დაუბრუნდეს ჰოლივუდს 1920-1940-იანი წლების შარმი[34][35] .
2004 წლის ზაფხულის მიწურულს აგილერამ გამოსცა კიდევ 2 სიმღერა: Car wash, რომელიც წარმოადგენდა ცნობილი ბენდის, როსი როისის დისკოს ჟანრის სიმღერის გადაკეთებულ ვარიანტს, კრისტინამ მისი ელიოტთან ერთად ჩაწერა. ეს არის საუნდტრეკი ფილმისათვის ზვიგენების ამბავი. მეორე სიმღერაც ასევე წარმოადგენს დუეტს, ამჯერად ნელისთან ერთად. სიმღერის სახელია ”Tilt Ya Head Back" და იგი შესულია ნელის ალბომში Sweat. ორივე სიმღერაზე გადაღებული იქნა კლიპი, თუმცა ორივე მათგანი ჩავარდა ამერიკულ ჩარტებში. სამაგიეროდ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაცილებით დიდი პოპულარობა ხვდათ წილად.
აღსანიშნავია კრისტინას თანამშრომლობა ცნობილ ჯაზმენ ჰერბი ჰენკოკთან და მათი დუეტი ”A Song for You”, ასევე აგილერასა და ანდრეა ბოსელის ერთობლივი ნამუშევარი ”Somos Novios". კრისტინამ ასევე მონაწილეობა მიიღო დისნეილენდის 50-ე წლისთავისათვის მიძღვნილ კონცერტში და შეასრულა სიმღერა "When You Wish upon a Star".

აგილერა ასრულებს სიმღერას Dirrty. ტურნე ”საფუძვლებისაკენ” (Back to Basics Tour)
აგილერას რიგით მესამე ალბომის - ”საფუძვლებისაკენ” ინგლ. ”Back to Basics” დებიუტი 2006 წლის 15 აგვისტოს შედგა აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში და კიდევ 11 ქვეყანაში. ორდისკიანი ალბომი შეიცავს 20-ანი, 30-ანი, და 40-იანი წლების ჯაზის, ბლუზისა და სოულის ელემენტებს[36]. კრიტიკა შეეხო ალბომის ვიზუალურ მხარესაც. კრიტიკოსების თქმით, საჭირო სულაც არ იყო ორდისკიანი ფორმით გამოშვება[37]. პირველი სიმღერა, რომელზეც კლიპი იქნა გადაღებლი არის "Ain't No Other Man", რომელსაც დიდ წარმატება ხვდა წილად, მიაღწია მე-2 ადგილს მსოფლიო ჩარტებში, მე-6 ადგილს აშშ-ს ჩარტებში და მე-2-ეს გაერთიანებულ სამეფოში. ალბომის პროდიუსერებიდან აღსანიშნავია: დიჯეი პრემიერი, რეპერი კუამე, ლინდა პერი და მარკ რონსონი. ერთ-ერთი სიმღერა, სახელად ”F.U.S.S.", დაწერილი იქნა აგილერასა და მისი ყოფილი პროდიუსერის - სკოტ სტორჩის შორის მტრობის პასუხად[38]. მალე გამოვიდა რიგით მეორე კლიპი გადაღებული სიმღერაზე "Hurt", ამის შემდგომ კი სინგლზე - "Candyman", რომლებსაც ასევე საზოგადო მოწონება ხვდათ წილად. გაიყიდა ალბომის 4,5 მილიონი ასლი მსოფლიო მასშტაბით[39].
2006 წლის მიწურულს გამოვიდა აგილერასა და ფაფ დედის კლიპი სიმღერაზე "Tell Me", რომელიც შესულია დედის ალბომში Press Play. კრისტინამ ასევე წამოიწყო მისი რიგით მესამე ალბომის მსოფლიო ტურნე ევროპაში[40], ამას კი მოჰყვა ტურნე ჩრდილო ამერიკაში 2007 წლის მიწურულს[41]. ამის შემდგომ ტურნეები აზიასა და ავსტრალიაში, რომელიც სავარაუდოდ უნდა დასრულებულიყო 3 აგვისტოს, თუმცა აგილერამ გააუქმა კონცერტი მელბურნში და ასევე 2 საბოლოო კონცერტი ოკლენდსში ავადმყოფობის გამო[42]. კრისტინას ძვირადღირებული ტურნე მოიცავდა კაბარეს, ცირკს, ჯუკ ჯოინტს და კოსტუმებს რობერტო კავალის დიზაინით[43]. ყოველივე ამან კი განსაზღვრა ის, რომ აგილერას ტურნე იყო ქალის ყველაზე წარმატებული აშშ ტურნე 2007 წელს[44]. 2008 წლის დასაწყისში კრისტინამ გამოუშვა მისი საკონცერტო დივიდი სახელად ”Back to Basics: Live and Down Under”.
გრემის 49-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე აგილერამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ნომინაციაში ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. მას გადაეცა გრემის საპატიო ჯილდო სიმღერისათვის "Ain't No Other Man". კრისტინამ გამართა შთამბეჭდავი წარმოდგენა ამავე ცერემონიალზე, მიძღვნილი ჯეიმს ბრაუნისადმი. მომღერალმა შეასრულა ბრაუნის სიმღერა "It's a Man's Man's Man's World"[45]. 2007 წლის იანვარში კომპანია Forbes-მა აგილერა ყველაზე მდიდარ 19 ქალს შორის დაასახელა. ბეჭდვითი და მედია კომპანიის მიხედვით კრისტინას ქონება შეადგენდა 60 მილიონ აშშ დოლარს.
აგილერამ ტონი ბენეტთან ერთად NBC ეთერში (ტონი ბენეტი: ამერიკული კლასიკა და შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში) შეასრულა სიმღერა "Steppin' Out With My Baby". მომღერლებმა ერთად იმღერეს გრემის 59-ე საპრემიერო დაჯილდოებაზე და ორივე მათგანმა მიიღო გრემის საპატიო ჯილდო. სიმღერა "Steppin' Out" გრემის 50-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დასახელებული იყო ნომინაციაში საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში.
2008-დღემდე - Keeps Gettin' Better და მეოთხე ალბომი [რედაქტირება]

2008 წელს კრისტინამ როკჯგუფ როლინგ სტოუნზთან ერთად შეასრულა სიმღერა "Live With Me". სინგლი შესრულებული იქნა ცოცხლად დოკუმენტური ფილმისათვის გაანათე. ფილმის საუნდრეკების ალბომი, სადაც ეს სიმღერაა შესული, გამოშვებული იქნა 2008 წლის 1 აპრილს. მუსიკის ინდუსტრიაში კრისტინას 10 წლიანი კარიერის აღსანიშნავად, RCA Records-მა 2008 წლის 11 ნოემბერს გამოუშვა Keeps Gettin' Better - A Decade of Hits. ნაკრების შეძენა მხოლოდ კომპანია Target Corporation-ის მაღაზიებში იყო შესაძლებელი[46]. საუკეთესო ჰიტების ნაკრები შეიცავს სიმღერებს აგილერას სამივე ალბომიდან. მთავარი სინგლის "Keeps Gettin' Better" პრემიერა შედგა 2008 MTV Video Music Awards-ზე და ბილბორდის საუკეთესო ასეულში დაიკავა მე-7 ადგილი.
აგილერა რიგით მეოთხე ალბომს შემდეგი სიტყვებით აღწერს: ”მოკლე, საყვარელი და განსხვავებული” წინა ალბომისაგან[47]. 2008 წელს, ივლისში ჩაწერილ ინტერვიუში კრისტინამ ისაუბრა ახალი ალბომის შესახებ: ”შემიძლია გითხრათ, რომ ეს ახალი ჩანაწერი გასართობი, სამხიარულო ხასიათისაა. გამოყენებული იქნება პოპ-არტი და ენდი უორჰოლის ხელოვნება ... და ვიზუალურად, ალბომი სავსე იქნება ფერებით”. მან ასევე დაამატა: ”ასევე გამოყენებული იქნება თანამედროვე ელემენტი, რომელიც მოდის ჩემი სიყვარულიდან ტოკიოს მიმართ”[48]. ავსტრალიელი მომღერალი და ტექსტების ავტორი სია ფარლერის განცხადებით, იგი დაწერს სიმღერებს აგილერას ახალი ალბომისათვის. სია აღნიშნავს, რომ მომღერალმა შესაძლოა დაიწუნოს მისი ნამუშევარი, თუმცაღა ამატებს, რომ ყველა შემთხვევაში იგი მეტად გახარებულია ამ თანამშრომლობით[49]. ”მე ნამდვილად ვარ სიას ფანი და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მასაც სურს ჩემთან თანამშრომლობა და, შესაბამისად, ისიც ჩემი ფანია”[50],-აცხადებს კრისტინა. აგილერა ასევე იმუშავებს გოლდფრაპთან და ლედიტრონთან[50]. სავარაუდოდ აგილერას ახალი ალბომი 2009 წლის ზაფხულში გამოვა. მისი მთავარი პროდიუსერი კი ისევ და ისევ ლინდა პერი იქნება[51].
ვოკალური შესაძლებლობა [რედაქტირება]

აგილერას ვოკალი შეფასებულია როგორც საუკეთესო მისი თაობის სხვა მომღერლებს შორის[52][53]. ჯონ ნორისმა განაცხადა, რომ კრისტინას გააჩნია 4-ოქტავიანი ხმის დიაპაზონი[54] (ემტივი, All Eyes on Christina). COVE-ის 100 საუკეთესო ვოკალისტს შორის აგილერამ მიიღო შეფასება - 50/50[55], ხოლო ემტივის 22 საუკეთესო მუსიკალური ხმის სიაში მე-5 ადგილს დასჯერდა[56]. კრისტინას შეუძლია იმღეროს ე.წ. სტვენის რეგისტრზე, რაც წარმოადგენს ადამიანის ხმის უმაღლეს რეგისტრს[57]. გრემის 49-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე აგილერამ ბრაუნის სიმღერა - "It's A Man's Man's Man's World" შეასრულა და მისმა ნამღერმა დაიკავა მე-3 ადგილი გრემის საუკეთესო მომენტების სიაში, უკან ჩამოიტოვა სელინ დიონის შესრულებული სიმღერა ”My Heart Will Go On". ინტერვიუში დიონმა განაცხადა: კრისტინა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო ვოკალისტია მთელს მსოფლიოში[58]. კრისტინას რიგით მესამე სტუდიურ ალბომზე მუშაობისას, დიჯეი პრემიერმა განაცხადა, რომ აგილერა განსახიერებაა სრულყოფილი მომღერლისა, რომ მას ნამდვილად ძლიერი ხმა გააჩნია[59]. რაც შეეხება ჟურნალ როლინგ სტოუნს, ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორის კრისტინამ მხოლოდ 58-ე ადგილი დაიკავა[60].
1999 წლის დებიუტიდან მოყოლებული, აგილერას ვოკლას ხშირად ადარებენ მერაია კერისა და უიტნი ჰიუსტონისას[61]. Los Angeles Times-მა კი უფრო მეტიც, კრისტინას ხმა ბარბარა სტრეიზანდის, გლედის ნაითისა და არეტა ფრანკლინის ვოკალს შეადარა[62]. აღსანიშნავია ისიც, რომ აგილერას ხშირად ადანაშაულებენ კონცერტებზე ზომაზე-მეტად მღერისათვის[63]. კრისტინას დიდი ხნის პროდიუსერმა ლინდა პერიმ კომენტარი გააკეთა კრისტინას ერთ-ერთი სიმღერის Beautiful-ის ჩაწერის პროცესთან დაკავშირებით: ”ვცდილობდი ჩარჩოები არ დამერღვია და ვთხოვდი ზედმეტი ”ჰოოო-ჰა”-სგან თავი შეეკავებინა, თუმცა ამის გაკეთება გაუჭირდა, ამიტომ იძულებული ვიყავი ყოველ ასეთ ჯერზე შემეწყვიტა პროცესი და თავიდან დამეწყო ყველაფერი”. პერიმ ასევე დაამატა: ”მის ხმას სრულყოფილზე მეტად, ალბათ, უხეში უნდა ვუწოდო. იგი არაჩვეულებრივად ფლობს ვოკალს და შეუძლია დაიჭიროს ის, რაც ნებისმიერის სმენას მეტად უჭირს”[64].
სასიყვარული ურთიერთობები [რედაქტირება]

კრისტინა საყვარელ მამაკაცებს ხშირად იცვლიდა. ეს ტიტული თავის დროზე ეკუთვნოდათ: ჯასტინ ტიმბერლეიკს, როკმუსიკოს დეივ გროლს, მსახიობ რობერტ დაუნ უმცროსს... რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ კრისტინამ, როგორც იქნა, იპოვა ნამდვილი სიყვარული. მისი რჩეული მუსიკალური პროდიუსერი ჯორდან ბრეტმენია[65]. ერთმანეთი მათ 2003 წელს გაიცნეს, ხოლო 2005 წლის თებერვალში ნიშნობა გამოაცხადეს. იმავე წლის ნოემბერში წყვილმა ხმაურიანი ქორწილი მოაწყო. პატარძალი ლაკრუას საქორწინო კაბაში იყო გამოწყობილი[66].
”ჯორდანის გამოჩენამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მანამდე ვთვლიდი, რომ სიყვარული გართობა იყო და მას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. ჯორდანის გამოჩენამდე არასოდეს გამჩენია სურვილი, ვინმეს ცოლი ვყოფილიყავი. ჩვენი ქორწილი ყველაზე ლამაზი იყო, რაც კი ოდესმე გამიგია. იმ დღეს მართლაც ბედნიერი ვიყავი”, - აცხადებს კრისტინა.
კრისტინასა და ჯორდანის პირველი ვაჟი - მაქს ლირონ ბრეტმენი[67] 2008 წლის 12 იანვარს შეეძინათ[68].


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 504 | დაამატა: FoRTuNaTe-GiRL | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 FoRTuNaTe-GiRL  
0
ramxela bio aqvs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმარი
დრო:6:53 PM

სტუმარო, გვიხარია თქვენი აქ ყოფნა. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია

პროფილი

MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com

პროფილი

პროფილი

რობოტები:3
Google[BOT] Yahoo
MSN

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

დღეს მოგვინახულეს:

პროფილი


უფლებები დაცულია ხატიასგან.
teen3.ucoz.com