კეტი პერი რამდენიმე დღეს ბარბარდოსზე, თავის საუკეთესო მეგობართან, რიანასთან გაატარებს.
როგორც ცნობილია, ცნობილი პოპ-მომღერალი კეტი პერი ქმარს, ბრიტანელ მსახიობს რასელ ბრენდს შორდება.
Daily mail-ის ცნობით, რასელ ბრენდმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი და მომღერლის ქონების ნახევარსაც ითხოვს.
გაიგო თუ არა, რომ რასელმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი, პერიმ მაშინვე თავის საუკეთესო მეგობარს, რიანას დაურეკა. მომღერლის ახლობლები ამბობენ, რომ კეტის არავისთან უნდა ურთიერთობა, გარდა რიანასი: კეტის მშობლებთანაც კი უჭირს თავის განქორწინებასთან დაკავშირებით საუბარი, მით უმეტეს, რომ მომღერლის მშობლები დიდად არ სწყალობენ სიძეს. აი, რიანა კი ყოველთვის გვერდში ედგა მეგობარს, მაშინაც, როცა რასელზე დაქორწინება გადაწყვიტა და ახლაც, როცა განქორწინებაზე მიდგა საქმე. რიანამ მაშინვე შესთავაზა მეგობარს, მასთან, ბარბადოსზე ჩასულიყო და გული გადაეყოლებინა.