ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრატფორდში (კანადა) დაიბადა. ბიჭს ბავშვობიდან იტაცებდა მუსიკა - უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე, სინთეზატორზე და საყვირზე.
12 წლისამ პირველად მიიღო მონაწილეობა კონკურსში, სადაც მეორე ადგილზე გავიდა. იმისათვის, რომ ნათესავებს და მეგობრებს მისი ნამღერი მოესმინათ, ჯასტინმა მისი შესრულებული სიმღერები Youtube-ზე განათავსა. ის იმდენად გასაოგნებლად ასრულებდა უცხო სიმღერებს, რომ როდესაც რგოლები სკუტერ ბრაუნმა იხილა, მაშინვე დაუკავშირდა...
მენეჯერი 13 წლის ბიჭს აშერს და ჯასტინ ტიმბერლეიკს აცნობს. სულ მალე, ჯასტინი ინტერესდება აშერის წინადადებით და პირველ კონტრაქტს აფორმებს მუსიკალურ ლეიბლთან.
2009 წელს გამოდის მისი პირველი სინგლი „One Time", რომელიც გაყიდვების შედეგებით მაშინვე ხვდება კანადური ჩარტის მეთორმეტე ადგილზე.
ცოტა ხანში გამოვიდა ჯასტინის პირველი ალბომი სახელწოდებით „My World". ეს იყო ფირფიტის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი კი, 2010 წელს მოისმინა ახალგაზრდა მომღერლის თაყვანისმცემლებმა. ალბომი ამერიკულ ჩარტებში მეექვსე ადგილას ხვდება... გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 137 000 ასლი იყიდება და კანადაში პლატინის დისკის სტატუსს იმსახურებს. ჯასტინ ბიბერი ჯერ-ჯერობით Billboard-ის ჩარტების ისტორიაში პირველი შემსრულებელია, რომლის 4 სინგლიც ტოპ 40-ში სადებიუტო ალბომის გამოსვლამდე მოხვდა.