Jennifer Lopez მსახიობი, მომღერალი, დიზაინერი და მოცაკვავე - ჯენიფერ ლინ ლოპესი 1970 წლის 24 ივლისს ნიუ-იორკის ღარიბულ რაიონში დაიბადა. მამა – დევიდ ლოპესი – ნიუ-იორკული კომპანია „Guardian Insurance"-ის კომპიუტერული სპეციალისტი იყო. დედა - გვადალუპე, კი – საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ჯეი ლო, როგორც მას ხშირად ეძახიან, ქალიშვილებიდან შუათანაა. უფროსი და – ლესლი, საოპერო მომღერალი და დისახლისია; უმცროსი, ლინდა - კლუბ „WKTU"-ს დიჯეი, ტელეარხ, „VH1"-ის ვიჯეი და ნიუ–იორკის ტელეარხის „Channel 11"-ის დილის საინფორმაციო გამოშვების წამყვანია.
ხუთი წლიდან ჯეი ლო სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა, საბავშვო მუსიკალურ სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას და ამავდროულად ბრონსკის გოგონათა კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. პარალელურად აქტიურად ვარჯიშობდა ჩოგბურთში და ტანვარჯიშში. 18 წლის ასაკში, კოლეჯის მიტოვების შემდეგ, ჯენიფერი მშობლების სახლს ტოვებს, რადგან მათ მისი სწრაფვა მსახიობური და მოცეკვავის კარიერისაკენ არ ესმით. მუშაობას იურიდიულ ოფისში იწყებს, ამასთან ერთად საღამოს ცეკვითაც შოულობს ფულს.
პირველი წარმატება ჯეი ლოს 1990 წელს „ფოქსის" კომედიურ ტელესერიალში „Living Color" („ცოცხალი ფერები") შესრულებულმა საცეკვაო ნომრებმა მოუტანა. ცოტას თუ დაამახსოვრა თავი, სხვადასხვა სერიალებში შესრულებული ეპიზოდური როლებით. ერთ–ერთი ფილმის გადაღებებისას მან კუბელი ოჯანი ნოა (მომავალში მისი პირველი მეუღლე) გაიცნო. რომელიც ცნობილი მომღერლის გლორია ესტეფანის რესტორანში, ოფიციანტად მუშაობდა.
ჯეი ლომ სამსახიობო კარიერის დასაწყისში ფილმებში "Mi Familia","Money Train", "U-Turn", გრეგორი ნავას ფილმში „ჩემი ოჯახი" და „სელენა"ითამაშა. პოპულარობა სტივენ სპილბერგის ფილმმა „თვალთახედვის მიღმა" მოუტანა, სადაც პარტნიორობას ჯორჯ კლუნი უწევდა. ამ ფილმიდან ლეგენდარული კოცნა, „MTV"-ის დაჯილდოვებაზე იქნა წარდგენილი. ამის შემდეგ, ჯენიფერი კინოდან, პოპ-მომღერლის ამპლუაში გვეცხადება.
1999 წლის პირველ ივნისს მისი სადებიუტო ალბომი „On the 6" („On the 6" - მეტროს მარშრუტია, რომლითაც გოგონა ყოველ დილას სკოლაში დადიოდა) გამოვიდა, რომელიც ჰიტ-აღლუმებში ლიდერობას კარგა ხანს არ თმობდა. 2001 წლის 23 იანვარს ჯეი ლო მეორე სტუდიური ალბომით წარსდგა მსმენელის წინაშე. 2007 წლის 23 მარტს - ევროპაში, ამერიკაში კი - 27 მარტს ესპანურენოვანი ალბომი „Como Ama una Mujer" გამოვიდა, რომლის პროდიუსრიც მისი მეუღლე, ჯენიფერ მარკ ენტონი იყო. ალბომი „Como Ama una Mujer" წლის საუკეთესო ლათინოამერიკულ ალბომად აღიარეს, რომელსაც კვალდაკვალ ინგლისურენოვანი ალბომი „Brave" მოჰყვა.
ჯეი ლო ასევე წარმატებული „ბიზნესლედია". მომღერალი ამჟამად უკვე ტანსაცმლის საკუთარ ხაზს ქმნის, სახელწოდებით „J.Lo By Jennifer Lopez". აგრეთვე უშვებს სუნამო "Glow"–ს, რომელიც 2001 წელს, დაახლოებით 9 ქვეყანაში, №1 არომატად დასახელდა. 2002 წლის 12 აპრილს ჯეი ლომ კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენში კუბური რესტორანი „Madre’s" გახსნა. ტანსაცმლის მეორე ხაზი - „Sweetface" და მეორე არომატი „Still" ბაზრის სენსაციად იქცა. ჯენიფერ ლოპესის ტანსაცმლის კოლექცია, ნიუ-იორკის მოდის კვირეულში იყო წარმოდგენილი.
წოდება და ჯილდო ჯეი ლოს უამრავი ჰქონდა. კინოსა და მუსიკაში წარმატების მიუხედავად, პირადი ცხოვრება ვერ აიწყო.. ის რამდენჯერმე იყო გათხოვილი. პირველად 1997 წლის 22 თებერვალს ოჯანი ნოაზე დაქორწინდა. ნახევარწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს შორდება... შემდეგ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს – კრის ჯადს შეხვდება და ცოლად გაყვება. მასთან გაშორებულიც არ არის, რომ ბენ აფლეკზე ინიშნება. მათი ქორწილი, რომელიც 2004 წლის 14 სექტემბრისთვის დაიგეგმა, ცერემონიალის დაწყებამდე, ორი საათით ადრე ჩაიშალა. მეორე ნახევრის ძიებამ ჯეი ლო ბოლოს მარკ ენტონისთან მიიყვანა, რომელთანაც 2004 წლის 5 ივნისს იქორწინა. 2008 წლის 22 თებერვალს ჯენიფერს და მარკს ტყუპები შეეძინათ: პირველი გაჩნდა გოგონა - ემი, მეორე კი ბიჭი - მაქსი. პირველად ბავშვების სურათები, ჟურნალმა „People" გამოაქვეყნა, რომელმაც სურათში 6 მილიონი ა.შ.შ. დოლარი გადაიხადა.