გასულ წელს ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი იყო, რომლის ანგარიშზეც მრავალი სექსუალური ფოტოსესიაა სხვადასხვა პრესტიჟული ბრენდისთვის. ირინას იდეალური სხეული მთელი პლანეტის მამაკაცებს აღელვებს, ქალებს კი მისი შურთ. თუმცა ჯერჯერობით ის მხოლოდ ერთ მამაკაცს ეკუთვნის - მისი საქმრო ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა.
- ირინა, რა არის თქვენთვის იდეალური პაემანი? - მთავარია, მაღაზიებში არ მატაროს. მარტოს მიყვარს საყიდლებზე სიარული. ეს ბევრ დროს მართმევს და არ მიყვარს, როცა მაჩქარებენ. ვგიჟდები ნიუ-იორკის მაღაზიებში სიარულზე, ლონდონის უნივერმაღებზე. არც ის მიყვარს, კაცი თუ ვიდეოთამაშებში ჩართვას შემომთავაზებს.
- ერთხელ თქვით, რომ მიუხედავად ასეთი გარეგნობისა, არც ისეთი ყურადღებით განებივრებენ მამაკაცები, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს. რა არის ამის მიზეზი? - მამაკაცები ვერ მეკარებიან, ჩემთან მოახლოებას გაურბიან, იმიტომ, რომ გამუდმებით დაკავებული ვარ... და ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ეშინიათ. მე რეალური ადამიანი ვარ, ნორმალური გოგონა, რომელიც ქუჩებში დადის. მიყვარს ჭკვიანი და განათლებული კაცები, რომლებსაც შეუძლიათ საინტერესოდ საუბარი. თუ ეს თვისება გაქვთ, მაშინ არ არის აუცილებელი კიდევ მოიფიქროთ რაიმე, რომ მე მომხიბლოთ.
ირინა და კრიშტიანუ 2011 წლის გაზაფხულზე დაინიშნენ. იგეგმება, რომ ქორწილი ფეხბურთელის სამშობლოში გაიმართება - პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ.
|