სიმართლე თუ გაინტერესებთ მე მართლა არ მქონია იმის მიზანი რომ საიტი შემექმნა უბრალოდ ერთ დღეს დავჯექი კომპისთან, შევედი ucoz-ზე, მომინდა საიტის შექმნა და შევქმენი teen3.ucoz.com
დღეში დაახლოებით რამდენ სიახლეს ასწორებ?
ალბათ 5-10 რადგან ჩვენი მოდერიც გვეხმარება.
რამდენ სიახლეს დებ შენთვითონ ყოველდღიურად?
დაახლოებით 5-6 სიახლეს.
ცდილობ გაავრცელო საიტი?
კი, მაგრამ მირჩევნია ხალხი თვითონ დარეგისტრირდნენ ჩვენ არ ვაპირებთ ხალხს დავაძალოთ გაწევრიანება.
არის ისეთი დღეები როცა ვერ ახერხებ შემოსვლას და სხვას სტხოვ რომ გითხრას რა ხდება შენს საიტზე?
თითქმის არასდროს რადგან ვცდილობ ყოველდღიურად შევიდე საიტზე მაგრამ შეიძლება ყოფილა ერთი-ორი ასეთი შემთხვევა.
რომელია შენი საყვარელი ვარსკვლავი?
სელენა გომეზი და ასევე მიყვარს ემა უოთსონიც.
რითი მოგწონს ისინი და როდიდან ხარ მათი ფანი?
ისინი არიან ძალიან ლამაზები, თავიანთი საქმის პროფესიონალები და ასევე მე მომწონს მათი ჩაცმულობა.
რა არის შენი ოცნება?
განსაკუთრებული არაფერი მინდა უბრალოდ კარგი სამსახური და ნორმალური პირობები. (რომ გავიზრდები რა თქმა უნდა.)
იმედი მაქვს შენს საიტს ძალიან ბევრი მომხმარებელი გამოუჩნდება იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებს.