იან ჯოსეფ სომერჰალდერი (8 დეკემბერი,1978, კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც დეიმინ სალვატოური CW-ის სერიალიდან ვამპირის დღიურები და როგორც ბუმ კარლაილი სერიალიდან დაკარგულები. იგი დაიბადა ლუიზიანას შტატში. დედამისი ედნა, იყო მასაჟისტი და თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰალდერი - მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ყავს ერთი და რობინ სომერჰალდერი და ძმა ბობ სომერჰალდერი. მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & gabbana, Gucci, versace, esprit, Calvin klein, Guess და სხვა. 17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. ამჟამად დანიშნულია კოლეგა ნინა დობრევზე.
|