ფრანგი დიჯეი დევიდ გუეტა კომპოზიციით „Titanium" ბრიტანულ ჩარტებში ლიდერობს. თრექის ჩაწერაში მას მომღერალი სია დაეხმარა.
„ნიჭიერ ხალხთან მუშაობა მჭირდება... მოხარული ვარ, რომ სიოა გახდა სიმღერის ვოკალისტი. ახლა მსოფლიოს ყველა კლუბში პოპულარული თრექი - ნომერ პირველია ბრიტანულ ჩარტშიც! ეს უბრალოდ დაუჯერებელია! - აცხადებს გუეტა.
ჩარტებში მეორე პოზიციაზეა ახალგაზრდა კანადელი მომღერლის ალისა რიდის კომპოზიცია „Alone Again".
მესამე პოზიციაზეა ბელგიელი შემსრულებელი Gotye კომპოზიციით „Somebody That I Ysed To Know".