დევიდ გუეტა - მსოფლიო მაშტაბის ფრანგი დიჯეი და კომპოზიტორია. მისი კომპოზიციების თანხლებით მიმდინარეობს ჯონ გალიანოსა და პარიზული მოდის კვირეულის ჩვენებები... ის საცეკვავო დარბაზებში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პიროვნებაა. მისი ჰიტი „The World is Mine“ - კლუბების ჰიმნად იქცა... იბიცაზე ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეია... მისი საგასტროლე გეგმა რამდენიმე წლით ადრე დგება. ის უბრალოდ, - დევიდ გუეტაა.
დევიდმა კარიერა პარიზში, 80-იან წლებში დაიწყო. 90-იანი წლების დასაწყისში მუსიკის შექმნას თავად შეეცადა, 90-იანი წლების ბოლოს კი, არაჩვეულებრივ საღამოებს მართავდა იბიცაზე... პოპულარული კი, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ლეიბლმა „Virgin“ ალბომი „Just a Little More Love“ გამოუშვა.
2003 წელს, დევიდმა კიდევ ერთი წარმატებული პროდუქტი „F**k Me I'm Famous“ ჩაწერა - დევიდ ბოუის „Just for One Day“ ქავერ-ვერსია. ფირფიტიდან თრექი „Love don't let me g0“ ჯონ გალიანომ პარიზის მოდის კვირეულში გამოიყენა...
ის თავისი კარიერის მანძილზე პარიზის სხვადასხვა კლუბებში მუშაობდა - „Folies Pigalle“, „Le Queen“, „Palace“ და „Les Bains“.
დიჯეის და პრომოუტერის სამუშაოს დევიდი არაჩვეულებრივად უთავსებს მუსიკის წერას... მისი ფირფიტა „Just a Little More Love“ 250 000 ეგზემპლარი გაიყიდა...
2005 წელს მუსიკოსი ვარსკვლავის სტატუსით შეხვდა. მისი მეორე ალბომი „Blaster“, რეკორდულად პოპულარული გახდა... 2007 წლის ზაფხულში, დევიდის ახალი სტუდიური ალბომიდან „Pop Pop Life“, 14 მუსიკალური თრექი ევროპის მუსიკალური ბაზრის ნამდვილ აღმოჩენად იქცა...
2009 წელს, მუსიკოსი ალბომით „One Love“, უფრო მეტად იმყარებს პოპულარობას. ევროპული საცეკვაო მუსიკის და ალტერნატიული R&B-ის გაერთიანების ექსპერიმენტი არაჩვეულებრივად გამოუვიდა - თრექებმა, რომლებიც ჩაწერილი იყო Akon, apl de ap, Estelle, Kid Cudi, Ne-Yo, Novel, Kelly Rowland, will.i.am და Chris Willis–თან, თავისი ადგილი იპოვნა ევროპული ჩარტების სათავო პოზიციებში...