სიმღერების ავტორი, მომღერალი, გიტარისტი და პიანისტი კრისტინა პერი 1986 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. პოპულარობა მოიპოვა 2010 წელს სადებიუტო სინგლით „Jar of Hearts", რომელიც Top 20 Billboard Hot 100-ში მას შემდეგ მოხვდა, რაც გაჟღერდა სატელევიზიო შოუში „So You Think You Can Dance".
16 წლის ასაკში ჯგუფის Blind Melon ვიდეოჩანაწერებით ისწავლა გიტარაზე დაკვრა. 2007 წელს გათხოვდა და იმავე წელს ჩაწერა მუსიკალური ვიდეორგოლი. სულ მალე, 18 თვის შემდეგ, მეუღლეს დაშორდა. 2009 წლის ბოლოს დაწერა პირველი სიმღერა სახელწოდებით „Jar of Hearts".
2010 წლის 30 ივნისს კრისტინას კომპოზიცია „Jar of Hearts" გაჟღერდა სატელევიზიო შოუში „So You Think You Can Dance". სიმღერა შეასრულეს ბილი ბელმა და კეტრინ მაკკორმიკმა. შოუს შემდეგ, გაიყიდა 48000 ციფრული ასლი, Billboard Hot 100-ში 63 ადგილი, Billboard’s Songs-ში კი 28-ე პოზიცია დაიკავა. ერთი თვის განმავლობაში გაიყიდა სიმღერის 100 000 ეგზემპლარი.
კრისტინა პერის სადებიუტო ალბომი „Lovestrong" 2011 წლის 10 მაისს გამოვიდა.
|