ამერიკელი პოპ შემსრულებელი კრისტინა აგილერა ”Marie Claire”-ს თებერვლის ნომრის გარეკანზე მოგვევლინება.
როგორც ცნობილი გახდა მომღერალმა ჟურნალთან ინტერვიუს დროს განვლილ ცხოვრებასა და კარიერის შესახებ ისაუბრა.
ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად აგილერამ განაცხადა - ”მიხარია, რომ საკმაოდ თავდაჯერებული ვარ” - ალბათ სწორედ ეს გახლავთ შემსრულებლის წარმატების ფორმულა.
კრისტინას ფანებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ ”Marie Claire”-ს თებერვლის ნომერის გამოსვლას, სადაც მომღერლის გულახდილი ინტერვიუს გარდა აგილერას საკმაოდ ლამაზი ფოტოები ელოდებათ.