|
მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » ჩანახატია
|
რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს? - ლამაზია. - მეც ვიცი, რომ ლამაზია, მაგრამ ამდენ ხანს რატომ უყურებ? - მამშვიდებს! - იქნებ დაბლაც იპოვნო რაიმე ისეთი, რომ დაგამშვიდოს. - ვიპოვნე. - აბა რაა? - ხელში მიჭირავს. - მაჩვენე. ... გაშლილი თითებიდან მძიმედ და ამოსუნთქვასავით გამოიშალა მშრალი მიწა. - ეს ხომ მიწაა? - კი. - ესეც გამშვიდებს? - საოცრად. - არ გეშინია? - რისი? - მიწისა და ცის? - არა, არა. - გეშინია რაიმესი მაინც? - კი. - რისი? - რომ ზამთარში არ მოვკვდე და გაყინულ მიწაზე საფლავის გათხრა გაუჭირდეთ. - მაინც გათხრიან. - კი, მაინც. - აბა რაღატომ გეშინია? - გაწვალდებიან. - კიდე რისი გეშინია? - ცის. - აბა, მამშვიდებსო? - ჰო, მამშვიდებს, როცა ვეუბნები, რისიც მეშინია. - და რას ეუბნები? - მეშინია. არ გამიჭირდეს მერე შენთან სუნთქვა და შენი შესუნთქვა-მეთქი. - და ის?... - მამშვიდებს... მსუბუქი ვარო. - უცნაური ხარ და მტკივნეული. - ვიცი. - მტკენ. - წადი თუ გინდა. - აწი ვეღარ წავალ, მიყვარხარ. - მაშინ ნუ წუწუნებ. - მაშინ ნუ მაშინებ. - უბრალოდ მკითხე და გიპასუხე. - ჰო. - ჰო...
|
ნანახია: 513 |
დაამატა: ❤Ann-Taylor❤
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
პროფილი |
სტუმარი
შეტყობინება:
ჯგუფი: სტუმარი
დრო:7:42 PM
სტუმარო, გვიხარია თქვენი აქ ყოფნა. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია |
პროფილი |
სულ ონლაინში: 26 სტუმარი: 26 მომხმარებელი: 0
დღეს მოგვინახულეს:
|
|