საიტის მენიუ

საიტის მენიუ
ვარსკვლავები
პაპარაცი
ბიოგრაფიები
სურათები
წესები
სხვა
Book <3
სტატუსები

საიტის მენიუ

საიტის მენიუ
გამარჯობათ teen3.ucoz.com
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია. იმისათვის რომ გქონდეთ მეტი უფლება და აღარ გამოჩდეს ეს შეტყობინება
დაჭირეთ ტექსტს! Teen3.ucoz.com

საიტის მენიუ
[

საიტის მენიუ
[2012-02-03][სხვა]
წითელი კაბა (2)
[2012-01-14][ვარსკვლავები]
სელებრითები.... (3)
[2012-02-13][სხვა]
Fashion Black Dress (1)
[2012-02-11][სურათები]
სალიტა ჩუბინიძე (1)
[2012-01-07][პაპარაცი]
ოლივია პალერმო (2)

საიტის მენიუ

მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » Britney Spears/ბრიტნი სპირსი
7:51 PM
Britney Spears/ბრიტნი სპირსი
ბიოგრაფია ბრიტნი ჯინ სპირსი დაიბადა 1981 წლის 2 დეკემბერს, კენტვუდში, ლუიზიანა, აშშ. მას ყოველთვის სურდა, რომ წარმატებული მუსიკალური კარიერა დაეწყო. ის მღეროდა საეკლესიო გუნდში. ბრიტნი ნაციონალურ ტელევიზიაშიც კი მღეროდა, როგორც Star Search-ის კონკურსანტი. 8 წლის ასაკში ბრიტნიმ The New Mickey Mouse Club-ის კასტინგი წარმატებით გაიარა, მაგრამ პატარა ასაკის გამო არ მიიღეს. საბედნიეროდ, შოუს ერთ-ერთმა პროდუსერმა შენიშნა ახალგაზრდა მომღერლის ტალანტი და დაეხმარა ნიუ იორკში აგენტის მოძებნაში. წარმატება წარმატება შემდეგი სამი თვე ბრიტნიმ ნიუ იორკში გაატარა, სადაც სწავლობდა Off Broadway Dance Center-ში და Professional Performing Arts School-ში. ბრიტნის მსოფლიო გავარსკვლავება მომავალში უტყუარი, რომ გაეხადათ, გოგონა რეკლამებსა და off-Broadway shows-ში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ პლაკატზე ბრიტნის გამოყვანილი იყო, როგორც 10 წლის უდანაშაულო ბავშვი, 'ცუდი გოგოს' სახით ბრიტნი Mickey Mouse Club-ში 3 წლის შემდეგ, უკვე 11 წლის როგორც იქნა მიიღეს Mickey Mouse Club-ში. შეუერთდა რა ნიჭიერ თინეიჯერთა ჯგუფს შოუში, ბრიტნიმ გამოავლინა თავისი თამაშის (acting, pretending), სიღერისა და ცეკვის ნიჭი და დაჩრდილა ახალგაზრდა ლამაზმანების, კელი რასელისა და კრისინა აგილერას კარიერა. 2 წლის ორლანდოში ცხოვრების შემდეგ (ოჯახთან ერთად), ბრიტნი სახლში-კენტვუდში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან შოუ შეწყდა და სკოლაში დაბრუნდა. 14 წლის ბრიტნი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო. ამის მერე იგი ნორმალურ ცხოვრებას გამოეთხოვა. მან გადაწყვიტა აეხდინა ოცნება, დაეტოვა პატარა მშობლიური ქალაქი და წარმატებული კარიერა აეწყო. ამისათვის ბრიტნი ნიუ იორკში დაბრუნდა. ამჯერად მას გადაწყვეტილი ჰქონდა დიდ ხმის ჩამწერ სტუდიასთან დაედო კონტრაქტი საბოლოოდ, ბრიტნიმ ხელშეკრულება Jive Records-თან გააფორმა, მას შემდეგ რაც ადმინისტრატორი გაოცდა ტალანტით, რომელიც მან საცდელ ჩაწერზე მოისმინა. Eric Foster White-თან მუშაობით, პროდუსერთან, რომელიც ადრე ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორიცაა Boyzone და უიტნი ჰიუსტონი, ბრიტნის სადებიუტო ალბომი მზად იყო მისი გამოშვების თარიღისთვის-1999 წლის 12 იანვრისთვის ...Baby One More Time -მა დაბადა ისეთ ჰიტებს, როგორიაცაა '(You Drive Me) Crazy', 'Sometimes' და რა თქმა უნდა ალბომის სახელწოდების სიმღერა 'Baby One More Time'. ალბომმა პირველ ადგილს მიაღწია Billboard charts-ში, 12-ჯერ გახდა პლატინის დისკი (ანუ 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა) და ბრიტნის მოაგებიანა ისეთი ჯილდოები, როგორიცაა 1999 MTV Europe Awards for Best Female Artist(საუკეთესო ქალი მომღერალი), Best Pop Artist(საუკეთესო პოპ მომღერალი) and Best Breakthrough Artist(საუკეთესო ახალბედა მომღერალი). მისი საოცრად წარმატებული დებიუტის შემდეგ, სანამ მეორე ალბოზე მუშაობას შეუდგებოდა, ბრიტნიმ დედამის ლინი სპირსთან ერთად დაწერა წიგნი Heart to Heart('გული გულისთვის', 'გული გულს' ან რაღაც ეგეთი) და გაემგზავრა მსოპლიო ტურნეში. მერაია ქერის, მაიკლ ჯექსონის და მადონას ერთგული ფანი მედიამ კარგად შეისწავლა. გაზეთებში ჩნდებოდა სტატიები, რომ ბრიტნიმ მკერდი გაიდიდა და თითქოს პრინც უილიამის შეყვარებული ყოფილიყოს... 16 წლის ასაკში ბრიტნი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვითომც არაფერი ბრიტნი სცენას 2000 წელს დაუბრუნდა და გამოუშვა მეორე ალბომი ჰიტ-სიმღერის სახელწოდებით-Oops!...I Did It Again(უფს!.. მე ის ისევ გავაკეთე). ჰიტ-სიმღერით Oops!.. I Did It Agian (სხვათაშორის ამ სიმღერის კლიპში მის სპირსმა ის ისევ გააკეთა, ამჯერად წითელ ლატექსის კოსტუმში), მეორე მსოფლიო ტურნეთი მისი ალბომის მხრადასაჭერად და მილიონობით ფანით ბრიტნიმ მიაღწია იმდენს, რამდენიც მხოლოდ რამდენის თუ მიუღწევია 18 წლის ასაკში... უფს!.. ბრიტნი იმას კიდევ ერთხელ აკეთებს Oops!...I Did It Again -მა დაბადა სინგლები "Lucky," "Stronger"(რომლის ვიდეოში ბრიტნი ოსტატურად ეცეკვება სკამს(!)) და "Don't Let Me Be The Last To Know." 2001 ბრიტნისთვი რეკორდული წელი იყო: ის წაუძღვა American Music Awards-ს L.L. Cool J-ისთან ერთად; გამოვიდა Rock in Rio festival-ზე; იმღერა Aerosmith-თან, 'N Sync-თან, Nelly-სთან, and Mary J. Blige-თან the Super Bowl-ზე და დადო მულტიმილიონიანი კონტრაქტი პეპსისთან. სანამ ბრიტნი ქარხნის მუშებთან ერთად ცეკვავდა და პეპსი უკეთებადა რეკლამას, კრისტინა აგილერა კოკა კოლას რეკლამაში გამოჩნდა. ამან ცეცხლზე ნავთი დაასხა... ეს იყო მეტი ვიდრე უბრალო soda pop-ის ომი ბრიტნი გზაჯვარედინზე 2001-ში შრომისმოყვარე ვარსკვლავმა, მესამე ალბომი გამოუშვა და საკუტარი სახელი დაარქვა - Britney. ამ ალბომის ჰიტებია: "Overptotected", "I'm Not A Girl, Not Yet A Woman", I'm A Slave 4 U" და "I Love Rock 'n' Roll". როგორც ჩანს დისკების გაყიდვა, კონცერტები, წიგნები (მისი და დედამისის მეორე წიგნი 2001 წლის აპრილში გამოიცა, სათაურით A Mother's Gift(დედის საჩუქარი)) და უდიდესი ჰონორარი რეკლამებისათვუს საკმარიასი არ აღმოჩნდა... ბრიტნის პირველი ფილმი ჩავარდა... ეს იყო Crossroads (2002 წელი)(გზაჯვარედინი), რომელმაც ბრიტნის ოქროს ჟოლო მოუტანა, როგორც წლის ყველაზე ცუდ მსახიობს; იგი მოგვევლინა, როგორც წამყვანი Saturday Night Live-ში 2002 წლის თებელრვალში; ჰქონდა პატარა როლი Austin Powers in Goldmember-ში; და რესტორანიც კი გახსნა სახელწოდებით Nyla მაგრამ მომღერლის პირადი ცხოვრება კვლავ არეული იყო. მას შემდეგ არც ის ჯასტინ ტიმბერლკეის სახალხოდ დაშორდა. ეს ჯასტინის სიმღერისა და კლიპის "Cry Me River" -ის გამოსვლის შემდეგ მოხდა. როგორც ჩანს ამის შემდეგ ბრიტნი ჯასტინს უსამართლოდ მოექცა... მომღერალმა მეამბოხე ცხოვრებას მიჰყო ხელი... სულ წვეულებები და გართობა მის სპირსი ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზეც კი გამოჩნდა "ცუდ ბიჭ" კოლინ ფარელთან ერთად; მისი მრავალი ტატუ და დასტური ჯასტინისაგან რომ ბრიტნი ქალწული აღარ იყო, მხოლოდ ნავთი დაასხა ცეცხლზე... ნახევრად შიშველი წარმმოდგენა 2000 MTV Video Music Awards-ზე; გალიაში ჩასმულ ცხოველებთან და გველთან ერთად სიმღერა 2003 VMA-ზე; ძალზედ ეროტიული ვიდეო სიმღერაზე "I'm A Slave 4 U" და უკვე ჩანდა, რომ ბრიტნი ძალიან შორს იყო კარგი გოგონასაგან, როგორც ერთხელ საკუთარ თავზე თქვა ვიქნებიო... ბრიტნი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მაგრამ ყველაფერი გაგრძელდა... მეოთხე ალბომის In The Zone-ის გამოშვებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბრიტნიმ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაშოკა და ისევ VMA-ზე. ამჯერად მადონას სიმღერების "Like A Virgin"-ის და "Hollywood"-ის გარემიქსებულ ვარიანტში. მადონა რემიქს ბრიტნისთან და კრისტინა აგილერასთან ერთად ასრულებდა. ბრიტნიმ და მადონამ ერთმანეთს აკოცეს... ეს იყო წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. მას შემდეგ რაც ბრიტნის პირველი სინგლი In The Zone-იდან "Me Against the Music" გამოვიდა, (რომელსაც ბრიტნი სწორედ მადონასთან ერთად ასრულებს), პოპ დედოფალმა აღნიშნა, რომ ბრიტნის ფანია. In The Zone გამოვიდა 2003 წლის ნოემბერში და ერთ კვირაში პირველ ადგილზე იყო, რადგან ამ პირველივე კვირის განმავლობაში 609 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. იმავე თვეს ბრიტნის ვარსკვლავი გაიხსნა Hollywood Walk of Fame-ზე. მაგრამ ყველაზე ეფექტური გამოსვლა მაინც ბრიტნის უეცარი გათხოვება-გამოთხოვება იყო. პოპ პრინცესამ და მისი ბავშვობის მეგობარი Jason Allen Alexander-მა ხელი ლას ვეგასში მოაწერეს, მთელი ღამის სმის შემდეგ. ქორწინება გაუქმდა 55 საათში. სხვათაშორის ბრიტნი და ჯეისონი დღემდე მეგობრები არიან.




კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 544 | დაამატა: FoRTuNaTe-GiRL | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Ann-gomezi  
0
adre miyvarda

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
სტუმარი

შეტყობინება:

ჯგუფი:
სტუმარი
დრო:7:40 PM

სტუმარო, გვიხარია თქვენი აქ ყოფნა. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია

პროფილი

MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com

პროფილი

პროფილი

რობოტები:3
Google[BOT] Yahoo
MSN

სულ ონლაინში: 27
სტუმარი: 27
მომხმარებელი: 0

დღეს მოგვინახულეს:

პროფილი


უფლებები დაცულია ხატიასგან.
teen3.ucoz.com