მომღერალმა ადელმა კარლ ლაგერფელდს ომი გამოუცხადა. დიზაინერმა მომღერლის წონაზე არაეთიკური კომენტარი გააკეთა და 23 წლის ადელს მსუქანი უწოდა.
"მე მსოფლიოს ქალების უმრავლესობას წარმოვადგენ და ვამაყობ ამით", - განაცხადა ვარსკლავმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის რეალური ადამიანია და არასოდეს დაემსგავსება იმ ტიპის ქალებს, რომელსაც ლაგერფელდი თავის პოდიუმზე დაატარებს.
კარლს ადელისთვის კომპლიმენტის გაკეთება სურდა, თუმცა არ გამოუვიდა. "ადელი ცოტა მსუქანია, მაგრამ ლამაზი სახე და მგრძნობიარე ხმა აქვს", - განაცხადა ლაგერფელდმა და ისიც აღნიშნა, რომ ადელის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.
ამ სიტყვების გამო, 78 წლის დიზაინერი კრიტიკის ქარცეცხლში არა მხოლოდ მომღერალმა, არამედ შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებმაც გაატარეს.
23 წლის ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა პოპულარობა ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მისი ალბომები რეკორდულ, 23.5 მლნ ეგზემპლარად გაიყიდა.